

ბოლო 24 საათში კორონავირუსი ხარაგაულში ორ პირს დაუდასტურდა.
ერთი მათგანი ლაშეში ცხოვრობს. მისი ინფიცირების წყარო უცნობია. კორონავირუსი დაუდასტურდა მოლითის საბავშვო ბაღის გამგეს. ეს საბავშვო ბაღი 12 დღით დაიხურა, რადგან ერთ-ერთ თანამშრომელს კოვიდ-19 გუშინ დაუდასტურდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე 562 პირი დაინფიცირდა. მათგან 541 გამოჯანმრთელდა, 13 – გარდაიცვალა. ამჟამად თვითიზოლაციაში 13 პირი რჩება.
დღეს კორონავირუსზე გეგმიური ტესტირება მოლითის, წიფის, ზვარესა და მარელისის სკოლების თანამშრომლებს უტარდებათ.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ხარაგაულის #2 და #3, გიმნაზიის, კიცხის, ბორის, წყალაფორეთის, ვარძიისა და ხიდრის სკოლების თანამშრომლების გუშინ ჩატარებული სწრაფი და PCR ტესტების პასუხები უარყოფითია.
ხარაგაულში მოქმედი სკოლების სკოლების თანამშრომელთა მორიგი ტესტირება მომავალ ორშაბათს დასრულდება.
28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია ცოფის შესახებ საზოგადოების
პოლიციამ მარნეულში ოჯახის არასრულწლოვანი წევრის
ხარაგაულელი სპორტსმენები – ევსემ შველიძე და ვახო ნიქაბაძე ქვიშის
2026 წლის 25-27 სექტემბერს, საბერძნეთის ქალაქ
საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსვლაში აქცენტი გააკეთა მშვიდობის აუცილებლობაზე,