

საქართველოში ვაქცინაცია „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერით“ არის შესაძლებელი.
აცრაზე ჩასაწერად საჭიროა სპეციალურ ვებგვერდზე გაიაროთ რეგისტრაცია და შეთანხმებულ დროს აცრის დაწესებულებაში გამოცხადდეთ.
ვის შეუძლია აცრა?
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრვი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აცრა შეუძლიათ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებსა და 65 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებს.
5 აპრილიდან ვაქცინაცია 55 წელს ზემოთ პირებსაც შეეძლებათ.
აცრისთვის რეგისტრაცია ვებგვერდზე booking.moh.gov.ge უნდა გაიაროთ.
რეგისტრაციის დროს უნდა მიუთითოთ ადგილი, სადაც სერვისის მიღება გსურთ, აცრის სასურველი თარიღი, დრო, რეგიონი, ამცრელი დაწესებულება.
იმერეთში ვაქცინაცია ქუთაისში, ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია შესაძლებელი.
პირველი აპრილის მონაცემებით, საქართველოში 7 822 პირია აცრილი.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე