

ადამიანის უფლებათა ცენტრი 2021 წლის 20 იანვრიდან ახორციელებს პროექტს „პანდემიის შედეგების შემსუბუქება მარტოხელა ხანდაზმულებისთვის შიდა ქართლში“.
პროექტის ფარგლებში მოხალისეებმა ოთხივე მუნიციპალიტეტში (გორი, ხაშური, ქარელი, კასპი) პირდაპირი ვიზიტის ფარგლებში გამოკითხეს 100-ზე მეტი მარტოხელა/მარტო მცხოვრები ხანდაზმული.
მათი აბსოლიტური უმრავლესობის განცხადებით, ისინი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით ვერ სარგებლობენ, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა ითვალისწინებს გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების, ფილტვის ქრონიკული დაავადებების, დიაბეტის (ტიპი II), ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავადების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
საქართველოს მთავრობის ინიციატივის მიზანს წარმოადგენს ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის ჯანმრთელობის დაცვისათვის საჭირო საშუალებების ხელმისაწვდომობა. შესაბამისად, მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელები, რომლებსაც სისტემატიურად უწევთ მედიკამენტების შეძენა, მედიკამენტებს სიმბოლურ ფასად, დაახლოებით 1 ლარად შეიძენენ. ამასთანავე, გაიზარდა პროგრამით შეთავაზებულ მედიკამენტთა სია და იგი, დაახლოებით, 65 დასახელების მედაკიმენტამდე შეივსო და ჩანაცვლდა ახალი პრეპარატებით.
აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი სიით გათვალისწინებული მედიკამენტები ვერ აკმაყოფილებენ ხანდაზმულების რეალურ საჭიროებებს და მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, მთავრობის აღნიშნული ინიციატივა დადებითად შეიძლება შეფასდეს, სამწუხაროდ, პროგრამა არაეფექტურია. ყველა ხანდაზმული, რომელმაც ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართა, აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროგრამით სარგებლობა, თუმცა ისინი ვერ ახერხებენ იმ წამლების შეღავათიანი ფასით შეძენას, რომლებსაც სისტემატურად, წლების განმავლობაში მოიხმარენ.
ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, ხანდაზმულებისთვის მეტად მნიშვნელოვანია მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა,
როგორც ფიზიკურად (გასათვალისწინებელია, რომ მარტოხელა ხანდაზმულებისთვის, ხშირად, დიდ პრობლემას წარმოადგენს გადაადგილება), ასევე ფინანსურად, რადგან აბსოლუტური უმრავლესობა მედიკამენტებს პენსიით ყიდულობს, რაც მათთვის საარსებო მინიმუმს და ერთადერთი შემოსავალის წყაროს წარმოადგენს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:
ადამიანის უფლებათა ცენტრი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღვერკსა და ხემაღალში განვითარებულ მეწყერთან
ხარაგაულის ინოვაციების ცენტრი 2015 წელს ინოვაციებისა
ახალი სარკინიგზო ხაზის ამოქმედების შემდეგ მაღალმთიანი სოფლების, – წიფის, ფონის,
თანამედროვე საზოგადოებაში ქალები ხშირად რამდენიმე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
დღეს, 5 მარტს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ქალთა საერთაშორისო დღისადმი