

ეს ინფორმაცია ხარაგაულის საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა მაკა ქასრაშვილმა მოგვაწოდა.
15 თებერვლიდან ხარაგაულის საავადმყოფო პაციენტებს ყოველდღე, წინასწარი ჩაწერის გარეშე, მოემსახურება.
მაკა ქასრაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის საავადმყოფოში პაციენტები ყოველდღიურად პედიატრის, თერაპევტის, კარდიოლოგის, ქირურგის, ფთიზიატრის, ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგისა და ოჯახის ექიმის მომსახურებას მიიღებენ.
ენდოკრინოლოგი, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვის გამო, ხარაგაულის საავადმყოფოში მისულ პაციენტებს კონსულტაციას დისტანციურად – ორშაბათსა და ოთხშაბათს გაუწევს.
„პატარა კლინიკებმა კორონავირუსთან ბრძოლაში თავისი ფუნქცია შეასრულეს და ახლა, რადგან ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება, მუშაობის ჩვეულ რეჟიმს ვუბრუნდებით, – ამბობს მაკა ქასრაშვილი, – ამჟამად ხარაგაულის კლინიკაში ხუთი კოვიდინფიცირებულია.
დღეიდან ტაქსის მძღოლების ტესტირება დავიწყეთ. მათ სწრაფი ტესტი ყოველ ორ კვირაში ერთხელ ჩაუტარდებათ“.
ხარაგაულის საავადმყოფო 2020 წლის ოქტომბრიდან ამ დრომდე, კორონავირუსით ინფიცირებულებს ემსახურებოდა.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის