პირველი მარტიდან, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, საბავშვო ბაღების გახსნა იგეგმება.
აღსაზრდელთა მისაღებად, ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ პროდუქტების, ავეჯისა და ტექნიკის შესაძენად ტენდერები გამოაცხადა.
38 100 ლარია განსაზღვრული ხორცპროდუქტების შესასყიდად;
14 650 ლარი – ბოსტნეულის, ბაღჩეულისა და ხილის შესაძენად;
21 900 ლარი – დაფქული მარცვლეული პროდუქტების (ბრინჯი, ფქვილი, წიწიბურა, გერკულესი, მანი) შესასყიდად.
ბოლო ორ ტენდერში გამარჯვებულის გამოსავლენად შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს.
ტენდერით უკვე გარკვეულია, რომ ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება შპს „ნებასგან“ (დირექტორი მერაბ კაჭკაჭიშვილი) შეიძენს:
სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება 1500 ლიტრ ზეთს შპს „ცოტნე დეველოპმენტიდან“ 7 305 ლარად შეიძენს.
უარყოფითი შედეგით დასრულდა 27 ათას ლარზე გამოცხადებული ტენდერი სხვადასხვა საკვები პროდუქტების (შაქარი, ორცხობილა, ჩაი, კაკაო, ვაფლი, ვერმიშელი, მაკარონი, პური, კამფეტი, მარილი) შესაძენად. ეს ტენდერი განმეორებით გამოცხადდება.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალ 20 საბავშვო ბაღში 600-მდე აღსაზრდელი ირიცხება.
გაერთიანების რიგით 21-ე – საღანძილის საბავშვო ბაღი გაზაფხულზე ახალაგებულ შენობაში გაიხსნება. საბავშვო ბაღი, ამ დრომდე, საღანძილეში არასდროს ყოფილა.
ასევე ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღი.
საღანძილისა და ვერტყვიჭალის ბაღების ახალ შენობებში სწავლის დასაწყებად სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება ავეჯს, ტექნიკასა და ქსოვილის ნივთებს იძენს.
ბავშვებისა და აღმზრდელებისათვის სკამებს, მაგიდებს, სხვადასხვა დანიშნულების კარადებს შპს „ჯეოსგან“ 13 930 ლარად შეისყიდიან.
2 757 ლარზეა გამოცხადებული ტენდერი ვერტყვიჭალისა და საღანძილის საბავშვო ბაღებისთვის მაცივარისა და ორი სარეცხი მანქანის შესაძენად, ხოლო 5 600 ლარზე – ამავე ბაღებისთვის ლოგინისა და თეთრეულის შესასყიდად.
მზადდება ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ შპს „ტრინოქს ჯეოსთან“, რომელმაც გაერთიანებას, 21-ვე საბავშვო ბაღისთვის, ელექტროქურები 38 100 ლარად უნდა მიაწოდოს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, საბავშვო ბაღებში ტრადიციული ფორმით სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, გასული წლის ნოემბრიდან შეჩერებულია.
თამთა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი