თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ტრანსპორტი 8 თებერვლიდან გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გარდა ამისა, 8 თებერვლიდან გააგრძელებენ ფუნქციონირებას ბაზრობები.
15 თებერვლიდან კი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება. ასევე კვების ობიექტებსა და რესტორნებს ექნებათ შესაძლებლობა ღია სივრცეში ფუნქციონირების.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 583 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 260 480-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.51%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.41%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.79%.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 671 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 251 748-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 240 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 583 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით მაჩვენებელი ასე გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 243 შემთხვევა, აჭარა – 34, იმერეთი – 98, ქვემო ქართლი – 46, შიდა ქართლი – 31, გურია – 10, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 58, კახეთი – 48, მცხეთა-მთიანეთი – 2, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი