ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები ხარაგაულსა და ვარძიაში გამოვლინდა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, სწრაფი ტესტის ჩატარების მსურველთა რაოდენობა იკლებს – დღეში მათ სამსახურს კორონავირუსზე ტესტირებისთვის ათამდე მოქალაქე აკითხავს.
გეგმიური PCR ტესტირება ხარაგაულის კოვიდკლინიკის თანამშრომლებს კვირაში ერთხელ, ყოველ ორშაბათს, უტარდებათ. 25 იანვარს ჩატარებული PCR ტესტის ყველა პასუხი უარყოფითია.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან დღემდე 482 პირი დაინფიცირდა. მათგან 411 გამოჯანმრთელდა, 9 – გარდაიცვალა.
დღეისათვის, 62 ინფიცირებულიდან სტაციონარში 6 პირი მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით. თვითიზოლაციაში 38 მოქალაქე იმყოფება.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები სიახლეების მოლოდინში არიან.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი