

მოგწონთ ბუნებაში ლაშქრობა?
გსურთ,
სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი „ნაკრესი“ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში და მიმდებარე რეგიონში იწყებს პროექტს სახელწოდებით „ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია თემზე დაფუძნებული მონიტორინგის სისტემის დანერგვის გზით“.
პროექტის ფარგლებში შეირჩევა 15 მოხალისე. შერჩეული მოხალისეებისათვის დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება, რის საფუძველზეც „ნაკრესის“ თანამშრომლებთან ერთად, ჩაერთვებიან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მსხვილი ძუძუმწოვრების მონიტორინგში.
შერჩეული მოხალისეები მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივ მოსახლეობასა და ეროვნული პარკის ადმინისტრაციას შორის კომუნიკაციის გაძლიერებაში და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კამპანიებში.
პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, შერჩევის დროს პრიორიტეტი მიენიჭება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრებ კანდიდატებს და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 577101895, levan.tabunidze@nacres.org
შევსებული აპლიკაცია გააგზავნეთ levan.tabunidze@nacres.org (სათაურის ველში მიუთითეთ „მოხალისე“)
აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 30.01.2021 18:00 საათამდე.
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით
მუნიციპალიტეტებს ცენტრალური ბიუჯეტიდან საჯარო სკოლებში
„ჩვენი ადვოკატი შეხვდა ლიკა ბასილაიას თბილისის დროებითი მოთავსების N2
გუშინ ღამით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ფარცხნალში,