საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა კვიჟინაძის ბიურო მუშაობას სამივე მუნიციპალიტეტში 18 იანვრიდან შეუდგება.
ეს ინფორმაცია თავად პაატა კვიჟინაძესგან მოვიპოვეთ.
ხარაგაულში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ნანა ცხვედაძე უხელმძღვანელებს.
ნანა ცხვედაძე პროფესიით იურისტია. ბოლო 15 წელია, ის ჯერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხარაგაულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში უფროსის მოადგილედ მუშაობდა, შემდეგ კი – ხარაგაულის საზოგადოებრივ ცენტრში – სპეციალისტად.
„მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსი არ ყოფილა გამოცხადებული, – ამბობს ნანა ცხვედაძე, – ბიუროს თანამშრომლებს მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილების ვადით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, ნიშნავს პარლამენტის აპარატის უფროსი მაჟორიტარი დეპუტატის წარდგინებით. მეც ამ თანამდებობაზე აღნიშნული წესის შესაბამისად დავინიშნე.
ჩემი შესაძლებლობები სამოქალაქო რეესტრის სამსახურში ამოვწურე და ახალი საქმიანობის დაწყება მსურდა“.
მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში ასევე იმუშავებენ პავლე თავზარაშვილი და ნინო ჭიპაშვილი.
ნანა ცხვედაძესთან დაკავშირება შესაძლებელია ტელეფონით შემდეგ ნომერზე: 577 61 33 92.
დეპუტატის ბიურო ხარაგაულში ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე განთავსდა. პაატა კვიჟინაძის თქმით, ბიუროები საჩხერესა და ჭიათურაშიც ადმინისტრაციულ შენობაში იფუნქციონირებენ.
საჩხერეში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი მირანდა ჩუმაშვილი იქნება. ის პაატა კვიჟინაძის ბიუროს გასულ წლებშიც ხელმძღვანელობდა. მასთან დაკავშირება შესაძლებელია ტელეფონით შემდეგ ნომერზე 595 90 99 33, ან ელექტრონული ფოსტით – mchumashvili@parliament.ge
ჭიათურაში ბიუროს ხელმძღვანელი, ჯერჯერობით, არ დანიშნულა. ამ ბიუროს თანაშრომელი ელისო კაპანაძეა. მასთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგ ნომერზე – 595 85 01 42.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.