

ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრთან ფუნქციონირებას იწყებს სამეჯლისო-სპორტული ცეკვების შემსწავლელი სტუდია – Buacha dance Group.
სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებს შეასწავლის თბილისიდან მოწვეული პროფესიონალი მოცეკვავე, საქართველოს სპორტცეკვების ეროვნული ფედერაციის წევრი, III კატეგორიის კვალიფიცირებული მსაჯი, ქორეოგრაფ-რეპეტიტორი გიორგი ბუაჩიძე.
ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, კულტურის და ხელოვნების ცენტრის მუშაობა დროებით შეჩერებულია.
სამეჯლისო-სპორტული ცეკვების შემსწავლელი სტუდია – Buacha dance Group – კულტურისა და ხელოვნების ცენტრში შემავალი დაწესებულებების ამოქმედებისთანავე დაიწყებს ფუნქციონირებას.
კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაერთიანებული სამსახურები კი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად განაახლებენ მუშაობას.
სამეჯლისო ცეკვების სტუდიაში ჩასაწერად მიმდინარეობს წინასწარი რეგისტრაცია ტელეფონით, შემდეგ ნომრებზე: 511 13 15 04; 558 91 25 23.
სამეჯლისო ცეკვის დაუფლება ნებისმიერი ასაკის მსურველს შეუძლია. მიღება ხდება 5 წლის ასაკიდან.
სტუდის მისამართია სოლომონ მეფის ქ. N4 (კულტურის ცენტრის შენობა).
დღეს, 15 მაისს, საჯარო სკოლებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაიწყო
ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე
დღეს, 13 მაისს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ხარაგაულის
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი