ხარაგაულის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, მაკა ქასრაშვილის, ინფორმაციით, ხარაგაულის ამბულატორია არაკოვიდ პაციენტებს წინასწარი ჩაწერით ემსახურება.
ამ ამბულატორიაში ორშაბათს, სამშაბათსა და ხუთშაბათს, 9:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე, პაციენტებს კარდიოლოგი ვლადიმერ თხელიძე და ოჯახის ექიმი აზა ფურცელაძე ემსახურებიან.
ოთხშაბათს, წინასწარი შეთანხმებით, გეგმიური მომსახურებისთვის პაციენტებს იღებენ პედიატრი ნანი არევაძე და ფტიზიატრი ქეთევან აბრამიშვილი.
ხარაგაულის ამბულატორიაში, ასევე წინასწარი ჩაწერით, შესაძლებელია ენდოკრინოლოგის კონსულტაცია და ლაბორატორიული მომსახურება.
აღსანიშნავია, რომ ერთი სამუშაო დღის განმავლობაში ამბულატორია მხოლოდ 10 პაციენტს მოემსახურება.
ამბულატორიული პაციენტები კოვიდცენტრისგან დამოუკიდებელი ცალკე შესასვლელით სარგებლობენ.
ამბულატორიული მომსახურების მისაღებად წინასწარ დარეკეთ შემდეგ ნომრებზე 577 59 76 52 ან 558 73 98 30 (მარი მაკარიძე).
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი