

7 იანვარს, ქრისტეშობას, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მელქისედეკ ხაჩიძის ლოცვა-კურთხევით ხარაგაულის საკათედრო ტაძრის მაცხოვრის შობის დარბაზში (მეორე სართულზე) პირველი სადღესასწაულო წირვა ჩატარდება.
ამ დრომდე ღვთისმსახურება ტაძრის პირველ სართულზე განთავსებულ დარბაზში მიმდინარეობდა.
6 იანვარს, 16 საათზე, ტაძარში დაიწყება მწუხრის და ცისკრის ლოცვები, რომელსაც მისი ყოვლადუსამღვდელოესობა მარგვეთისა და უბისის ეპოსკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) ჩაატარებს.
7 იანვარს, სადღესასწაულო საშობაო წირვა დაიწყება დილის 10 საათზე, რომელსაც ასევე, მეუფე მელქისედეკი აღავლენს.
ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ წირვა რეგულაციების დაცვით (პირბადეებითა და დისტანცირებით) ჩატარდეს.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის