დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ წლევანდელი ახალი წელი მოკრძალებულად აღნიშნონ. მისივე თქმით, არ უნდა განმეორდეს ის, რაც „შავ პარასკევს“ მოხდა, რადგან ქვეყანაში მიღწეული სტაბილიზაცია წყალში არ ჩაიყაროს.
„მიუხედავად შეზღუდვების ფონზე მიღწეული სტაბილიზაციისა, დამშვიდების არავითარი საფუძველი არ არის. გთხოვთ მოსახლეობას, ეს შობა-ახალი წელი განსხვავებულად გავატაროთ. არ გვინდა დიდი თავშეყრები, არ გვინდა დიდი დღესასწაულები. არ გვინდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ხალხმრავალი წვეულებები!
წელს ვიყოთ ბევრად მოკრძალებულები იმიტომ, რომ საქმე სერიოზულ გამოწვევასთან გვაქვს – პანდემიაა. ხაზს ვუსვამ, არის სტაბილიზაცია, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება 2-3 დღეში წყალში ჩავყაროთ. კიდევ ერთხელ გთხოვთ, წლევანდელი შობა-ახალი წელი მოკრძალებულად უნდა გადავიტანოთ“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.
22 დეკემბერს, ბოლო 24 საათის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 3 064 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 212 526-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათში 3 740 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო, ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 188 408-მდე გაიზარდა. დღეს გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 2 182 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 064 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 1 241 შემთხვევა, აჭარაში – 191, იმერეთში – 497, ქვემო ქართლში – 246, შიდა ქართლში – 244, გურია – 52, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 264, კახეთში – 196, მცხეთა-მთიანეთში – 63, სამცხე-ჯავახეთში – 53, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 17.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი