ხარაგაულში მცხოვრები გიგა ლაცაბიძე ხარაგაულის კოვიდკლინიკაში გამოჯანმრთელებული მეასე პაციენტია.
მას კორონავირუსი შვიდი დღის წინ დაუდასტურდა. გიგა ლაცაბიძე მედპერსონალის მადლიერია და ამბობს, რომ ხარაგაულის საავადმყოფოში მაღალი დონის პროფესიონალები მუშაობენ.
ხარაგაულის საავადმყოფო 19 ოქტომბრიდან 16 საწოლიან კოვიდცენტრად გადაკეთდა. კლინიკური მენეჯერის, მაკა ქასრაშვილის ინფორმაციით, დღემდე აქ 115 პაციენტი მიიღეს. მათგან 15 ახლაც მკურნალობს. ინფიცირებულები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან მოჰყავთ.
„ყველა პაციენტს გაიდლაინებით გათვალისწინებული მკურნალობა უტარდება – ამბობს მაკა ქასრაშვილი, – მინდა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს, ნუგზარ ბოლქვაძეს მადლობა ვუთხრა, რადგან ბოლო ორი თვეა, სამკურნალო საშუალებები, აღჭურვილობა არ მოგვკლებია. გვიტარდება თეორიული თუ პრაქტიკულ ტრენინგები. რაც მთავარია, მისგან ყურადღებას ვგრძნობთ.
მადლობას ვუხდი ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს. მან გამოგვიყო საწვავი, რაც კვირაში ორჯერ ქუთაისში ანალიზების ჩასატანად ძალიან გვჭირდებოდა.
მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულებს ვიღებთ, ჩვენი სამი თანამშრომელი დაინფიცირდა. დღეს ყველა მათგანი გამოჯანმრთელებულია“.
მაკა ქასრაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის საავადმყოფოს შენობაში არაკოვიდ პაციენტებისთვის ამბულატორია ფუნქციონირებს.
ამბულატორია ყოველდღე 10:00 საათიდან 16:00 საათამდე მუშაობს და პაციენტები, წინასწარი ჩაწერის შემდეგ, კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის, ოჯახის ექიმის, ფთიზიატრის კონსულტაციას იღებენ.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი