

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ბოლო 5 წლის განმავლობაში, კეთილშობილი ირმის რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და დაახლოებით 803 სულ ირემს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით 16 ინდივიდით მეტია.
სექტემბერ-ოქტომბერი ირმის „მყვირალობის“ პერიოდია. ამ დროს, ხარირემი ამაღელვებელი ბღავილით პარტნიორს მოუხმობს.
მყვირალობის პერიოდში, რეინჯერები და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები გადიან შესაბამის უბნებზე და ირმის პოპულაციის აღრიცხვას აწარმოებენ.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, საქართველოში ირმის პოპულაციის შენარჩუნებისა და კონსერვაციისთვის მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს. ამიტომ, სააგენტო მთელი წლის განმავლობაში აკვირდება მათ რიცხოვნობას ფოტოხაფანგების, რეინჯერების და შესაბამისი აღრიცხვის მეთოდების საშუალებით.

ამ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
შოთა გოლუბიანის ფოტო
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის