

ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდსიტუაციის გამო გადაწყდა სხვადასხვა სახის წერტილოვანი შეზღუდვის შემოღება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საზოგადოებას გააცნო.
ეს შეზღუდვები ასე გამოიყურება:
საახალწლო დღეებთან დაკავშირებით, ეს შეზღუდვები მოიხსნება 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით. 3 იანვრიდან 15 იანვრამდე ქვეყანაში გამოცხადდება უქმე დღეები. 16 იანვრიდან 1 თებერვლამდე ყველა ზემოთ აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნება და დარჩება მხოლოდ შაბათ-კვირას.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ აღნიშნული შეზღუდვები მობილობას შეამციერებს, რაც ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.
„ჩვენი მიზანია, შევაჩეროთ ეპიდემიის გავრცელება. შემთხვევებს ასეულებამდე ვერ დავიყვანთ, ამის ილუზია არ უნდა გვქონდეს. თუმცა აღნიშნული შეზღუდვებით ეპიდემიის გავრცელების სისწრაფე შემცირდება. ჯანდაცვის სისტემა აღარ გადაიტვირთება და ლეტალობის მაჩვენებელიც დაიკლებს. ეს არის ამ გეგმის მთავარი მიზანი. შეზღუდული რესურსი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ნაკლები ზიანი მივიღოთ“, – ამბობს გიორგი გახარია.
ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში,
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეხუთე ეტაპი
სტომატოლოგმა სოფო ფხაკაძემ, ორი წლის წინ, ხარაგაულში სტომატოლოგიური კაბინეტი დახურა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი