

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის შმაგი ხიჯაკაძის, ინფორმაციით, ხარაგაულში სულ 116 ინფიცირებულია, მათგან 17 გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსი 6 ხარაგაულელს დაუდასტურდა. ინფიცირებულთა მდგომარეობა სტაბილურია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 135 ადამიანი იმყოფება.
„ჩვენს მეზობელ მუნიციპალიტეტებთან შედარებით, ხარაგაულში სიტუაცია მართვადია. თუმცა რეკომენდაციების გათვალისწინება აუცილებელია.
ხარაგაულში ეპიდსიტუაცია რომ არ გაუარესდეს, სასურველია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდეს. ამის შესახებ საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს მარინე ვეფხვაძეს დღეს გავესაუბრები,“ – ამბობს შმაგი ხიჯაკაძე.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის