

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში covid-19-ის ახალი შემთხვევები გამოვლინდა ხიდარში, ღარიხევში, ლეღვანში, ლაშეში, კიცხში, ისლარში, ვერტყვიჭალაში, ვარძიასა და ხონში.
კორონავირუსი დღეს, 21 ნოემბერს, 11 ხარაგაულელს დაუდასტურდა.
მათგან ორი პოლიციელია. ისინი კორონავირუსით თანამშრომლებისგან დაინფიცირდნენ.
covid-19-ით დაავადებულებთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდა ასევე – ლეღვანსა და ხიდარში მცხოვრები ის ორი ადამიანი, რომელთაც კორონავირუსი დღეს გამოუვლინდათ.
ხარაგაულში covid-19-ით, პირველად დადასტურებიდან ამ დრომდე, სულ 95 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 17 უკვე გამოჯანმრთელებულია. დანარჩენი 78 ხარაგაულელიდან 6 კოვიდკლინიკებში მკურნალობს, ხოლო 72 – ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში,
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეხუთე ეტაპი
სტომატოლოგმა სოფო ფხაკაძემ, ორი წლის წინ, ხარაგაულში სტომატოლოგიური კაბინეტი დახურა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი