ხარაგაულის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, მაკა ქასრაშვილის, ინფორმაციით, 24 ნოემბრიდან ხარაგაულის საავადმყოფოს შენობაში არაკოვიდპაციენტებისთვის ამბულატორიის ფუნქციონირება განახლდება.
ამ დრომდე, რაც ხარაგაულის ამბულატორია კოვიდცენტრად გადაკეთდა, ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მიღება გაურთულდა; მით უფრო – საზოგადოებრივი ტრანსპორტის უმოქმედობის პირობებში.
არაკოვიდპაციენტების სამედიცინო მომსახურების მიზნით, ექიმმა ვლადიმერ თხელიძემ, უკვე ერთ კვირაზე მეტია, ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში გამოყოფილ ოთახში ხარაგაულელი არაკოვიდპაციენტების მიღება დაიწყო.
შექმნილი ვითარების გამო, ხარაგაულის კოვიდკლინიკის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ საავადმყოფოს ამბულატორიამ არაკოვიდპაციენტების მიღებაც განაახლოს.
ყოველდღე 10:00 საათიდან 16:00 საათამდე იმუშავებს და პაციენტები მიიღებენ ყველანაირ ამბულატორიულ მომსახურებას, მათ შორის კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის, ოჯახის ექიმის, ფთიზიატრის კონსულტაციას.
აღსანიშნავია, რომ ერთი სამუშაო დღის განმავლობაში ამბულატორია მხოლოდ 10 პაციენტს მოემსახურება.
ორშაბათს, სამშაბათსა და ხუთშაბათს პაციენტებს მოემსახურებიან ოჯახის ექიმი აზა ფურცელაძე და კარდიოლოგი ვლადიმერ თხელიძე.
ოთხშაბათს პაციენტებს მიიღებს პედიატრი და ოჯახის ექიმი ნანი არევაძე, ასევე ფტიზიატრი ქეთევან აბრამიშვილი.
შესაძლებელი იქნება ლაბორატორიული მომსახურება. ამბულატორიული პაციენტები კოვიდცენტრისგან დამოუკიდებელი ცალკე შესასვლელით ისარგებლებენ.
პაციენტების მიღება ამბულატორიაში მოხდება წინასწარი ჩაწერით. ამბულატორიული მომსახურების მისაღებად დარეკეთ შემდეგ ნომრებზე 577 59 76 52 ან 558 73 98 30 (მარი მაკარიძე).
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი