მას შემდეგ, რაც ხარაგაულის ამბულატორია კოვიდცენტრად გადაკეთდა, ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მიღება გაურთულდა.
სწორედ ამიტომ, ექიმი-კარდიოლოგი ვლადიმერ თხელიძე, უკვე ერთ კვირაზე მეტია, ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში გამოყოფილ ოთახში ხარაგაულელ არაკოვიდპაციენტებს ემსახურება.
„ყველა ჩივილის მქონე დაავადებულს ვიღებ და დანიშნულებას ვაძლევ, – ამბობს ექიმი ვლადიმერ თხელიძე, – ხარაგაულელებს, რაც შემიძლია, ვემსახურები. თუ პაციენტისთვის საჭირო დახმარება ჩემს კომპეტენციას სცილდება, ვამისამართებ იქ, სადაც საჭიროა. აუცილებლობის შემთხვევაში სისხლის სინჯს ვიღებ და ანალიზის ჩასატარებლად თვითონ მიმაქვს.
ხარაგაულში ძალიან ბევრი გულით დაავადებული პაციენტია და მათ დახმარება სჭირდებათ.
კარდიოლოგიურ პაციენტებს ხარაგაულში მხოლოდ „სახალხო აფთიაქში“ შეეძლოთ, სახელმწიფო პროგრამით, მედიკამენტები ერთ ლარად შეეძინათ. „სახალხო აფთიაქს“ ეს უფლება ჩამოართვეს.
ხარაგაულელ პაციენტებს დახმარება სჭირდებათ. ამაზე ადგილობრივ ხელისუფლებასაც ვესაუბრე.
ამ დღეებში თბილისიდან კარდიოგრაფიის აპარატს ჩამოვიტან, რადგან ხარაგაულის საავადმყოფოდან კოვიდინფიცირებულ პაციენტზე გამოყენებული აპარატურის წამოღება სარისკოა.
მალე ექიმი აზა ექიმი ფურცელაძე შემომიერთდება და ერთად გავაგრძელებთ მუშაობას მანამ, სანამ ხარაგაულის საავადმყოფოში გადასვლის შესაძლებლობა არ გვექნება“.
ექიმ ვლადიმერ თხელიძეს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონით – 595 14 74 07.
შეგახსენებთ, რომ უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც დ. ხარაგაულის ერთადერთი ამბულატორია მთლიანად კოვიდცენტრად გადაკეთდა და იქ არაკოვიდპაციენტებს საერთოდ ვეღარ ემსახურებიან.
თამთა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი