

დღეს, 12 ნოემბერს, covid-19 თორმეტ ხარაგაულელს დაუდასტურდა.
მათგან ოთხი ვერტყვიჭალაში, სამი კი – დაბა ხარაგაულში ცხოვრობს. დანარჩენი ხუთი ინფიცირებული – ხიდარში, წყალაფორეთში, ხუნევში, გრიგალათსა და კიცხში მცხოვრებია.
ვერტყვიჭალაში გამოვლენილი ორი ახალი შემთხვევა უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია. მათგან ერთი ინფიცირებული ფეხმძიმეა.
ოჯახის წევრისგან დაინფიცირდა ხარაგაულელი ახალგაზრდა მამაკაცი.
დანარჩენი შემთხვევების ზუსტი წყარო დადგენილი არ არის.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმ ნინო ყიფშიძისგან მოპოვებული ინფორმაციით, დღეისათვის ჩვენი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითიზოლაციაში 101 მოქალაქე იმყოფება. თუმცა დღეს გამოვლენილი 12 ახალი შემთხვევის კონტაქტების მოძიება ამჟამადაც მიმდინარეობს.
დღეს, 12 ნოემბერს covid-19-ით ინფიცირებული ერთი ხარაგაულელი გამოჯანმრთელდა.
ხარაგაულში, კორონავირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე, სულ 54 ადამიანი დაავადდა. მათგან 8 უკვე გამოჯანმრთელდა. დღეისათვის 42 ინფიცირებული ბინაზე მკურნალობს, ხოლო 4 – კოვიდკლინიკებში.
ხარაგაულის კოვიდცენტრისა და სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის მედპერსონალის კორონავირუსზე გეგმიური ტესტირებების ყველა პასუხი უარყოფითია.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის