ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დღეს, 11 ნოემბერს, კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. covid-19 დაუდასტურდათ ლახუნდარაში, ხუნევსა და კიცხში მცხოვრებ სამ პირს.
აღსანიშნავია, რომ დღეს კორონავირუსით დაავადებული ერთი ხარაგაულელი გამოჯანმრთელდა.
ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 42-მდე გაიზარდა. მათგან 7 უკვე გამოჯანმრთელებულია.
დანარჩენი 35 ხარაგაულელი პაციენტიდან 2 ხარაგაულის კოვიდკლინიკაში, 2 კი – ბორითის კოვიდკლინიკაში მკურნალობს. დანარჩენი 31 პაციენტი ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით, აგრძელებს მკურნალობას.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმ ნინო ყიფშიძისგან მოპოვებული ინფორმაციით, ბინაზე მყოფ პაციენტთა მდგომარეობა მძიმე არაა.
ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 103 მოქალაქე იმყოფება.
ძვირფასო მკითხველებო, მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თანდათან მძიმდება.
ქართველი ეპიდემიოლოგების ვარაუდით, ნოემბრის შუა რიცხვებში დაავადების გავრცელების რაოდენობა პიკს მიაღწევს. ასევე, შევდივართ სეზონური გრიპის პერიოდში. ამიტომ ყველას სიფრთხილისკენ და რეკომენდაციების მაქსიმალურად დაცვისკენ მოგიწოდებთ. გავუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობასა და ახლობლების სიცოცხლეს.
ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ! ყველაფერი კარგად იქნება!
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი