

დღეს დადასტურებული სამი ახალი შემთხვევიდან ორი ინფიცირებული ვერტყვიჭალაში, ხოლო მესამე – მაქათუბანში მცხოვრებია.
მაქათუბანში მცხოვრები კორონავირუსით ინფიცირებული საპატრულო პოლიციის თანამშრომელია. ვერტყვიჭალაში მცხოვრებ დაავადებულთაგან ერთ-ერთი კონტაქტში იმყოფებოდა პირთან, რომელსაც covid-19 წინა დღეებში გამოუვლინდა.
ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა. მათგან 6 უკვე გამოჯანმრთელდა.
დანარჩენი 33 ხარაგაულელი პაციენტიდან 2 სტაციონარში მკურნალობს, ხოლო დანარჩენი 31 კი ბინაზე აგრძელებს მკუნალობას.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ამჟამად ჩვენს მუნიციპალიტეტში იზოლაციაში 94 მოქალაქე იმყოფება.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის