

საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი – დღეიდან, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებებით, იზღუდება.
ამასთან დაკავშირებით მატარებლების მოძრაობის გრაფიკი დღეიდან, 9 ნოემბრიდან, შეიცვალა.
„საქართველოს რკინიგზადან“ მოპოვებული ინფორმაციით, შეიცვალა მხოლოდ იმ მატარებლების განრიგი, რომლებიც საღამოს საათებში გადაადგილდებოდნენ.
ესენია თბილისი-ბათუმის, თბილისი-ფოთისა და თბილისი-ზუგდიდის მატარებლები.
თბილისი-ბათუმის მატარებელი თბილისიდან 15:05 სთ-ზე გამოვა და ბათუმში 20:05 საათზე ჩავა, ბათუმიდან თბილისის მიმართულებით კი 15:25 საათზე გამოვა და თბილისში 20:30 საათზე იქნება.
ფოთი-თბილისის მატარებელი ფოთიდან 15:05 საათზე გამოვა და თბილისში 20:15 ჩავა. ეს მატარებელი ხარაგაულში 17:46 საათზე იქნება.
ახალი გრაფიკის თანახმად, ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით 18:10 საათის ნაცვლად, მატარებელი 14:05 საათზე გავა და ის თბილისში 19:45 საათზე ჩავა. ხარაგაულში 17:15 საათზე იქნება.
ცვლილებაა ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის – ე. წ. „მასტერაოს“ მიმოსვლის განრიგშიც. საღამოს ეს მატარებელი 17:12 საათის ნაცვლად ზესტაფონიდან 17:55 წუთზე გამოვა, ხაშურში კი 20:05 წუთზე იქნება.
ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში,
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეხუთე ეტაპი
სტომატოლოგმა სოფო ფხაკაძემ, ორი წლის წინ, ხარაგაულში სტომატოლოგიური კაბინეტი დახურა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი