

თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ.
დემონსტრაციის მონაწილეებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიმართავენ.
ისინი ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.
ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც ოფიციალური შედეგებით საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, 31 ოქტომბრის არჩევნებს „გაყალბებულს“ უწოდებს და ამბობენ, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.
საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაში მონაწილეობს ყველა ოპოზიციური პარტია, „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა. „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აქციებს ცალკე გამართავენ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ხარაგაულის მერობის კანდიდატის, თორნიკე ავალიშვილის, ინფორმაციით, პარლამენტის წინ მიმდინარე დღევანდელ აქციაზე ხარაგაულელებიც იმყოფებიან, საკუთარი არჩევანის დასაცავად. თორნიკე ავალიშვილი ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ რეკომენდაციებს დემონსტრაციის მონაწილეები მაქსიმალურად იცავენ.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის