

ხარაგაულში დღეს, 8 ნოემბერს, გამოვლენილი ოთხი ახალი შემთხვევიდან, ორი ინფიცირებული საღანძილეში მცხოვრები ქალია – მათგან ერთი საღანძილის სკოლის პედაგოგია; მესამე დაავადებული ქალი ბორელია, ხოლო მეოთხე ინფიცირებული – ვერტყვიჭალაში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი.
ოთხივე მათგანის ინფიცირების წყარო უცნობია.
საღანძილელი პედაგოგი, ტესტირების პასუხის მიღებამდე, ბინაზე მკურნალობდა. ვინაიდან საღანძილის სკოლაში საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, ეს სკოლა 28 ოქტომბრიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე იყო გადასული. ამდენად, ამ პედაგოგს 28 ოქტომბრიდან კოლეგებთან და მოსწავლეებთან შეხება არ ჰქონია.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, დღეისათვის ოთხივე ინფიცირებული მკურნალობას ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით, გადის.
8 ნოემბრის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ხარაგაულელი გამოჯანმრთელდა.
დღეისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში კვლავ 74 ადამიანია.
ხარაგაულში, ამ დაავადების პირველად დაფიქსირების დღიდან ამ დრომდე, კორონავირუსით 32 პირი დაავადდა. მათგან 5 პირი გამოჯანმრთელდა.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის