ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო, მშობლები ფრთხილობენ და ბავშვები საბავშვო ბაღებში აღარ მიჰყავთ.
– 3 ნოემბრიდან 9 ნოემბრამდე ბორითის საბავშვო ბაღის ფუნქციონირება შევაჩერეთ, რადგან ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია ზვარეს საბავშვო ბაღშიც. თუმცა იქ არც აღსაზრდელებს და არც თანამშრომლებს ინფიცირებულთან პირდაპირი კონტაქტი არ ჰქონიათ.
ვნახოთ, მომავალი კვირიდან რა ახალი გამოწვევების წინაშე დავდგებით.
წელს ღორეშის საბავშვო ბაღში მეორე ჯგუფს ალბათ აღარ გავხსნით. ამ ჯგუფისთვის განკუთვნილი ფართის სარემონტო სამუშაოები, პანდემიის გამო, გახანგრძლივდა და მომავალ კვირაში დასრულდება.
ვერტყვიჭალასა და საღანძილეში საბავშვო ბაღების მშენებლობა ნოემბრის ბოლოსთვის უნდა დამთავრდეს.
ოთხი წლის წინ, საღანძილეში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე რომ დაიწყო საუბარი, მაშინ იქ ბავშვების რაოდენობა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე დღესაა. ამიტომ ზუსტად ვერ გეტყვით, 50 ბავშვზე გათვლილ ბაღში ახლა რამდენი აღსაზრდელი გვეყოლება.
ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის ორ ჯგუფში 40 ბავშვია. თუ საჭიროა, მესამე ჯგუფსაც დავამატებთ.
კორონავირუსის პანდემიამ საბავშვო ბაღების საქმიანობაში ბევრი რამ შეცვალა. ამ დროს საშემოდგომო ზეიმებს ვაწყობდით. თუმცა ეს ახლა აკრძალულია.
ვნხოთ, როგორი იქნება მომავალი კვირა. ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზეა დამოკიდებული.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი