

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 8 ხარაგაულელი დაინფიცირდა.
მათგან ერთი ხარაგაულის #3 სკოლის მასწავლებელია, ერთი – ბორითის კოვიდკლინიკის ექთანი, ორი მათგანი ხიდარში ცხოვრობს, ერთი სარგვეშში და ერთიც – ბორითში. ამ დრომდე არც ერთი მათგანი იზოლაციაში ან კარანტინში არ ყოფილა და მათი ინფიცირების წყაროები უცნობია.
ორი ინფიცირებულის იურიდიული მისამართია ხარაგაული. თუმცა, ისინი ბოლო რამდენიმე თვეა, ხარაგაულში არ ყოფილან.
ხარაგაულში კორონავირუსის დაფიქსირების პირველი შემთხვევიდან დღემდე სულ 23 პირია ინფიცირებული. მათგან 4 უკვე გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ახალ დაინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირების ვინაობა დგინდება.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის