ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი მარელისის, ვერტყვიჭალისა და წყალაფორეთის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია, ჯერჯერობით, არ დაწყებულა.
„რეაბილიტაციას მაშინვე დავიწყებთ, როგორც კი სკოლის შენობები დაიცლება“, – ამბობს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის „სამშენებლო საწარმოო გაერთიანება იმერეთის“ წარმომადგენელი დარეჯან ჭანკვეტაძე.
დავინტერესდით, რატომ ჭიანურდება სკოლების შენობების გათავისუფლება.
მარელისის საჯარო სკოლის დირექტორის, ვერა ოდიკაძის, ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიამ სკოლის შენობის დასაცლელად ორი კვირის ვადა მისცა.
„კიდევ ორ დღეს ვისწავლით ამ სკოლაში და შემდეგ სოფელ მარელისის ოპტიმიზირებული სკოლის შენობაში გადავალთ. სარეაბილოიტაციო სამუშაოები ორშაბათიდან დაიწყება,“ – ამბობს ვერა ოდიკაძე.
„სასწავლო პროცესის გასაგრძელებლად ადმინისტრაციული შენობის გამოყენებას ვაპირებთ, – ამბობს ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის დირექტორი ლენა აბაშიძე, – ახლა ადმინისტრაციულ შენობაში ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები არიან. თუ საბავშვო ბაღის მშენებლობა არ დასრულდა და საბავშვო ბაღმა ადმინისტრაციული შენობა არ გაათავისუფლა, სკოლას ვერ დავცლით. დღეს შევხვდი მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებს და შევთანხმდით, რომ საბავშვო ბაღის მშენებლობა დაჩქარდება და ამის შემდეგ სკოლის დაცლის შესაძლებლობაც გვექნება“.
წყალაფორეთის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი გველესიანი ამბობს, რომ მშენებელი კომპანია სკოლის შენობის ექსპერტიზის დასკვნის წარდგენას ითხოვს.
„კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებოდნენ, მათი შეფასებით სკოლის რეაბილიტაცია შეუძლებელია და ახლის აშენებაა საჭირო. ამაზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა უკვე არსებობს. კომპანიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ შენობის რეაბილიტაციას დასკვნის გაცნობის შემდეგ დაიწყებენ. სკოლის შენობა, პრაქტიკულად, დაცლილია. ბიბლიოთეკა, ლაბორატორია და ძირითადი ინვენტარი ვარძიის სკოლის შენობაში გადავიტანეთ. როგორც კი გვეტყვიან, შენობას იმ დღესვე სრულად დავცლით“, – ამბობს გიორგი გველესიანი.
ამ სამი სკოლის რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია სს „სამშენებლო საწარმოო გაერთიანება იმერეთი“ სამუშაოების შესრულებას 6 105 500 ლარად გეგმავს.
ფოტოზე: ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი