

ხარაგაულში 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, მერის რიგგარეშე არჩევნებიც გაიმართა.
საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი მშვიდად მიმდინარეობდა. ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა არჩევანი სახელისუფლებო კანდიდატების სასარგებლოდ გააკეთა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხარაგაულში მოსახლეობის მოსყიდვასა და ძალოვანი უწყებების მხრიდან ამომრჩევლებზე განხორციელებულ ზეწოლებზე საუბრობენ.
ახლად არჩეული მერი კობა ლურსმანაშვილი საკრებულოში ოპოზიციურ პარტიებთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას აპირებს და ამბობს, რომ მათ პატივი უნდა სცენ თავიანთ მხარდამჭერებს და პასუხისმგებლობა მიღებული ხმების შესაბამისად აიღონ.
ხარაგაულში მცხოვრები ლაშა გურგენიძე ამბობს, რომ ეს არჩევნები შევარდნაძის დროინდელი არჩევნებისგან არაფრით განსხვავდებოდა. ის მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი საზოგადოების ბრალია და თუ არაფერი მოვიმოქმედეთ, უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს კი ცვლილებები სჭირდება.

ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის