ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, 2 ნოემბერს მუშაობა განაახლა „კულტურისა და ხელოვნების ცენტრში“ შემავალმა დაწესებულებებმა – ხარაგაულის ისტორიული მუზეუმმა, კულტურის ცენტრმა, ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა, თოჯინების თეატრმა, ლიტერატურულმა თეატრმა; ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა „უბისი“ და „მთიელი“; საბალეტო სკოლა-სტუდიამ; ხარაგაულის ცენტრალურმა, საბავშვო და პატარა ხარაგაულის ბიბლიოთეკებმა, ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან მოქმედმა ინოვაციის ცენტრმა.

კულტურისა და ხელოვნების ცენტრი შეგახსენებთ, რომ შენობებში შესვლამდე აუცილებელია თერმოსკრინინგი და დეზობარიერის გავლა; ამავე დროს – უნდა გვეკეთოს პირბადე.
ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფუნქციონირება 21 ოქტომბრიდან, კორონავირუსის პანდემიის გამო, შეჩერებული იყო.