

#56 ჭიათურის საარჩევნო ოლქში მიმდინარე პროცესებზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საუბრობენ.
„ლელოს“ წარმომადგენელი ჭიათურაში დათო ჭუმბურიძე ამბობს, რომ „საარჩევნო უბნებთან მობილიზებული არიან კოორდინატორები სიებით. ალბათ იწერენ, ვინ მივიდა და ვინ არა, რომ მერე დაშინებითა და მუქარით არჩევნებზე მოიყვანონ. ღია ზეწოლები არ დამიფიქსირებია“.
„ჯერჯერობით მშვიდობაა, თუმცა საარჩევნო უბნებთან მობილიზებულია პოლიცია და, ჩემი ინფორმაციით, ცოტა დაშინებებს აქვს ადგილი. საერთო სიტუაცია არ არის ცუდი,“ – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ჭიათურაში გოგი ჩიკვილაძე.
გარედან სიმშვიდეა. თუმცა, ინფორმაცია მაქვს, რომ შინგით დარღვევები ხდება, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი თენგიზ სამხარაძე, – ამომრჩეველთა მაღალი აქტივობაა. უკვე 20 ათას ამომრჩეველზე მეტმა ხმა მისცა“.
„ძალიან სიმშვიდეა და ყველაფერი კარგად მიმდინარეობს,“ – გვიპასუხა „პატრიოტთა ალიანსიდან“ სულიკო დარბაიძემ.
ფოტოზე: არჩევნები ხარაგაულის #1 საარჩევნო უბანზე
პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ, მიმართვის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს.
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მოგიწვიეთ იმისთვის,
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის