

მერობის კანდიდატები და საარჩევნო შტაბების წარმომადგენლები #48 ხარაგაულის ოლქში არჩევნების მიმდინარეობას აფასებენ.
ხარაგაულში დღეს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად მერის რიგგარეშე არჩევნები ტარდება.
მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ თორნიკე ავალიშვილი #48.02 პატარა ხარაგაულის საარჩევნო უბანზე მის მიერ ნაპოვნი „ქართული ოცნების“ კოორდინატორის რვეულის ჩანაწერებს ასაჯაროვებს, სადაც წერია ადამიანთა სია, მიწერელია სახელ-გვარები და ტელეფონის ნომრები, ასევე წარწერა „50+“ ზოგან კი – „50 ლ“.
საარჩევნო უბნებთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ფულის დარიგების შესახებ საუბრობენ „ლელოს“ საარჩევნო შტაბის უფროსი ინგა მაღრაძე და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი აკაკი მაჭავარიანი. ინგა მაღრაძის თქმით, პროცედურული დარღვევები, რომლებიც უშუალოდ უბნებზე ხდება, საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.
სახელისუფლებო პარტიის მერობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები“ აქტიურობენ.

მასალა მომზადებულია „ინტერნიუსი-საქართველოსთან“ თანამშრომლობით, პროექტის „რეგიონული მედიის სარედაქციო და ტექნოლოგიური მხარდაჭერა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაღალხარისხოვანი გაშუქების მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, რაც არ ნიშნავს, რომ მომზადებული მასალა ასახავს საელჩოს შეხედულებებს.

ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის