

საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის #20 მაჟორიტარულ ოლქში ყველა უბანი დილის 07:00 საათზე გაიხსნა.
„ამ ეტაპზე სიმშვიდეა, – ამბობს #20 მაჟორიტარული ოლქის ძირითადი – #56 ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მამუკა სამხარაძე, – სამივე ოლქში ამომრჩევლები ხმას აძლევენ. იმედია, კენჭისყრის დღის დამთავრებამდე ასე გაგრძელდება. კორონავირუსის პანდემიის გამო სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები ყველგან დაცულია“.
#20 მაჟორიტარულ ოლქში სულ 103 837 ამომრჩეველია. მათგან საჩხერეში – 41 768, ჭაითურაში – 42 577, ხარაგაულში – 19 492.
დღეს, 31 ოქტომბერს, ხარაგაულში და კიდევ ოთხ მუნიციპალიტეტში, – თერჯოლაში, ქუთაისში, ონსა და კასპში, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, მერის რიგგარეშე არჩევნები ტარდება.
ფოტოებზე: ხარაგაულის #1 საარჩევნო უბანი


ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის