ეს ჯილდო ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ფინალში მოიპოვა.
ფინალური ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ და საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა გახსნეს.
კონკურსში ჩართული 700-მდე სკოლის მოსწავლე მთელი წლის განმავლობაში ახორციელებდა მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით, სოციალურ, საგანმანათლებლო და კვლევით ღონისძიებებს.
კონკურსში მონაწილე სკოლებიდან გამოვლენილი 34 ფინალისტიდან, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლამ მოიპოვა.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვის მიმართულებით მთელი რიგი ცვლილებების განხორციელებაზე, ახალი კანონპროექტების შემუშავებასა თუ ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე; თუმცა, თითოეულმა ჩვენგანმა კარგად იცის, რომ ჩვენი ძალისხმევა არ იქნება შედეგიანი თუ ამ ყველაფერს ხარისხიანი განათლებით არ გავამყარებთ“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყება, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქტიურად იყო ჩართული კონკურსის ყველა ეტაპზე. შესრულებული სამუშაოების რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით, ცენტრმა რამდენიმე ნომინაცია დააწესა.
სასკოლო გარემოსდაცვით კონკურსი „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ CENN-ის მიერ, 2015 წლიდან, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.
კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები და საქართველოს პარლამენტი.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი