
დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდული, 680 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეპიდსიტუაცია გართულდა თბილისში, აქ ყველაზე მეტი, 297 ახალი შემთხვევა დადასტურდა. რაც შეეხება აჭარას, სიტუაციის დასტაბილურება შეინიშნება. კონტროლირებადია ეპიდვითარება იმერეთშიც, სადაც დღეს კორონავირუსი 150 პირს დაუდასტურდა.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჩვენს ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის საწოლფონდია: „ამ დროისთვის მობილიზებულია 3500-მდე საწოლი. საკოორდინაციო საბჭოს წევრები ვმსჯელობთ შეზღუდვებთან დაკავშირებით. ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ვახორციელებთ ლოკალურ შეზღუდვებს, რადგან ძალიან კარგად მუშაობს და ინფიცირების ჯაჭვს წყვეტს“.
„ეპიდსიტუაცია ყველგან, მათ შორის საქართველოშიც, თანდათან მძიმდება. სავარაუდოდ, ეს ინფექცია ერთი წელი-წელიწადნახევარი არ გაქრება. ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად თანაცხოვრება,- ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, – ქვეყნები ვეღარ ჩაიკეტებიან. აშშ-ში 8 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული, მაგრამ ქვეყანაში გლობალური შეზღუდვები არ წესდება. ჩვენთანაც მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები იქნება – ისეთი, როგორიც აჭარაში გვქონდა“.
კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენისას, როგორიცაა სიცხის მატება, სუნთქვის გაძნელება მოქალაქეებმა 112-ს უნდა მიმართონ. ამირან გამყრელიძის თქმით, ამის შემდეგ ისინი გაივლიან კონსულტაციას ოჯახის ექიმთან. სანამ ტესტირება გაუკეთდება, ადამიანი იზოლაციაში უნდა დარჩეს.
„ადამიანური რესურსი ყველა მიმართულებით ძლიერდება. 112-ს დაემატება თანამშრომლები, რათა უფრო ოპერატიულად იმოქმედონ მათ. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, მათთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უცვლელი რჩება. ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. ეპიდსიტუაცია უარესდება, მაგრამ მოქალაქეები პანიკას არ უნდა მიეცენ. ჩვენს ქვეყანას შეუძლია, რომ მეორე ტალღას გაუმკლავდეს”.
კორონავირუსისაგან თავის დაცვის ყველაზე კარგი საშუალება პირბადის ტარებაა. ეს ინფექციის გადადების შესაძლებლობას 75%-ით ამცირებს. იმ შემთხვევაში, თუ ორივეს – ჯანმრთელსაც და ინფიცირებულსაც უკეთია პირბადე, მაშინ მხოლოდ 1% რისკია ინფექციის გადადებისა. ამირან გამყრელიძის თქმით, ადამიანებმა ღია სივრცეშიც უნდა ატარონ პირბადე, სადაც ვერ ხერხდება დისტანციის დაცვა. სანამ ვაქცინა იქნება, შემდეგ 7 მილიარდი ადამიანი აიცრება, მანამდე ყველზე კარგი დაცვის საშუალება არის პირბადე.
“თავი შევიკავოთ შეკრებებისგან დაახლოებით ერთი წელი. არ გვინდა დიდი ქორწილები, ქელეხები. ამის დროც მოვა. ადამიანებს თვითშეგნება უნდა ჩამოუყალიბდეთ, რომ ატარონ პირბადე. აქვე მინდა ვთხოვო მოსახლეობას, პირბადე ატარნ ეკლესიაში. ჩვენ გვაქვს რამდენიმე შემთხვევა ტაძარში ინფექციის გავრცელების. მოვუწოდებ ხანდაზმულებს დარჩნენ სახლში და აუცილებელი საჭიროების გარდა არ გამოვიდნენ გარეთ. კორონავირუსი სერიოზული დაავადებაა. მილიონი ადამიანი შეიწირა მან და როგორც პროგნოზირებენ კიდევ მილიონი ადამიანი დაუღუპება ამ ვირუსით. ის არის უფრო მკვლელი ვირუსული ინფექცია, ვიდრე შიდსი, ჰეპატიტი და მალარია”- აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.
წუხელ გვიან ღამით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია გრძელდება.
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) საზოგადოებრივი აზრის
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი