

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სამართლიანობის განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენლებმა დღეს ხარაგაულში იმიტირებული საარჩევნო უბანი მოაწყვეს.
ამ ორგანიზაციის დამფუძნებელმა არჩილ სოფრომაძემ და ხარაგაულში წარმომადგენელმა ნინო ჭიპაშვილმა ქუჩაში გამვლელ ხარაგაულელებს არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურები და პანდემიის პირობებში დადგენილი რეკომენდაციები გააცნეს.
მათ, აქცის ფარგლებში, ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდეს, რადგან თითოეული ჩვენგანის ხმა გადამწყვეტია.
ცნობილია არაერთი ფაქტი, როცა არჩევნების შედეგი სწორედ ერთმა ხმამ გადაწყვიტა.
ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეულ საარჩევნო ხმას უდიდესი ძალა აქვს!
„სამართლიანობის განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენლებმა პროექტში ჩართულ ხარაგაულელებსა და ასევე გამვლელებს დაურიგეს საინფორმაციო ბუკლეტები.
პროექტი „ინფორმირებული ამომრჩეველი“ ცესკოსა და სწავლების ცენტრის დაფინანსებით, ხარაგაულში, საჩხერესა და ჭიათურაში მიმდინარეობს.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის