

12 ოქტომბერს ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას რიგით მეოცე – გედსამანიის საბავშვო ბაღი შეემატა.
საბავშვო ბაღი 14 აღსაზრდელისთვის გედსამანიის სკოლის შენობაში მოეწყო. გასულ სასწავლო წელს აქ სასკოლო მზაობის ჯგუფი ფუნქციონირებდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ საბავშვო ბაღის ამოქმედება მათი ბავშვების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ფაქტი სოფელში ახალგაზრდა ოჯახების დამაგრებას ხელს შეუწყობს.
გედსამანიელებს საბავშვო ბაღის გახსნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ და ხუნევის თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლენა აბაშიძემ მიულოცეს.
ნინო კაპანაძე

თუ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ერთ-ერთის
მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა,
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა