

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
როგორი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა ხარაგაულში, ამის გასარკვევად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს, შმაგი ხიჯაკაძეს მივმართეთ.
– ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დღესდღეობით, არც თვითიზოლაციაშია ვინმე და არც კარანტინში, – ამბობს შმაგი ხიჯაკაძე, – პრევენციის მიზნით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყოველ ორ კვირაში ერთხელ ტესტირება პოლიციის, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს, სამარშრუტო და სკოლების მიკროავტობუსების მძღოლებს უტარდებათ.
რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც ზღვისპირეთში იმყოფებოდნენ, თუ მათ შეხება ჰქონდათ რომელიმე კლასტერთან, ამ შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მათი დატესტვაც შეიძლება. თუ არადა, მაშინ მათ ქუთაისის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს უნდა მიმართონ, სადაც ტესტირება ფასიანია.
მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, დაიცვან რეგულაციები – ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დისტანციას, ნიღბის ტარებას, ხელების ჰიგიენას.
რეგულაციები ყველა ორგანიზაციას გავაცანით. ხელიც მოვაწერინეთ, რომ შენობის შესასვლელში დეზობარიერი აუცილებლად უნდა ჰქონდეთ, დახურულ სივრცეში ჯგუფურად არ შეიკრიბონ და პირბადე ატარონ. რეგულაციების დაუცველობის შემთხვევაში ორგანიზაცია ჯერ გაფრთხილებას მიიღებს, შემდეგ კი ფულადი ჯარიმა დაეკისრება.
„რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის ფარგლებში, ხაშურის, სურამისა და ცედანის
მესამე თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
მთავრობის დადგენილებით – ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია,
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიისთვის განაცხადების მიღებას