

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდში და ფოთში, ბათუმისა და ქობულეთის მსგავსად, სწავლა კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან განახლდება, თუმცა, 15 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი დისტანციური ფორმით დაიწყება.
„ეს საჭიროა იმისთვის, რომ სწორად შევაფასოთ მიმდინარე რისკები და ამისთვის ჩვენ ეპიდემიოლოგებთან ერთად, ორი კვირა გვჭირდება. ამის შემდგომ ჩვენ უკვე მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან მიმართებაში.
თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდში და ფოთში, სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში – 1-ელი ოქტომბრიდან.
სწავლების ჰიბრიდული ფორმა უკვე მზად გვქონდა, ვინაიდან სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კლასში სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეები არიან და გადანაწილებული იყო, ნაწილი დისტანციურად, ნაწილი – კლასებში. ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც.
ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს, რომელზეც ბავშვები დადიან და რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით შესაბამის პროტოკოლს ეპიდემიოლოგები და სპეციალისტები გააკეთებენ“, – აღნიშნა პრემიერმა.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის