

დღეს დილის 07:00 საათიდან ელექტროენერგია დაბა ხარაგაულსა და სოფლებს – ფარცხნალი, ბაზალეთი, ჯაფაროული, ლაშე, სარგვეში, თეთრაწყარო, ღორეშა, ღარიხევი, ქროლი, ხორითი, ისლარი, ლაშის იგორეთი – არ მიეწოდება.
ენერგო-პრო ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაული-წევის მაღალი ძაბვის ქვესადგურზე გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოები მიმდინარეობს.
ეს პროფილაქტიკური სამუშაოები ყველა ქვესადგურში გამანაწილებელი მოწყობილობების გამართულად ფუნქციონირებისათვის წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ტარდება.
ელექტროენერგიის მოწოდება ხარაგაულსა და მიმდებარე სოფლებში დღესვე, 11:00 საათისთვის აღდგება.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის