დღეს დილიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდათ.
„სოკარ ჯორჯია გაზის“ ზესტაფონის ფილიალის მენეჯერის, ლევან აბაშიძის, ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება ცენტრალური მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეფერხდა.
„ხარაგაულში შემომავალი ცენტრალური მაგისტრალი მიწის ზედაპირს მოუყვებოდა, გზის მშენებელი კომპანიისგან ხშირი იყო მაგისტრალის დაზიანების შემთხვევები. ამის გამო მიწისქვეშა ალტერნატიული მაგისტრალი გავაკეთეთ, რომ მომავალში დაზიანებები გამოირიცხოს.
გაზსადენის 90% უკვე გაკეთებულია. დღეს და ხვალ ძველი, მიწისზედა გაზსადენი ახალ მაგისტრალზე უნდა დავაერთოთ. ბუნებრივი აირის მიწოდება ამის გამო შეწყდა. ხარაგაულელ აბონენტებს ბოდიშს ვუხდით შეფერხებისათვის. გაზის მოწოდება ხვალ, 18 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან, ეტაპობრივად დაიწყება,“ – ამბობს ლევან აბაშიძე.
„სოჯარ ჯორჯია გაზი“ აბონენტებს მოუწოდებს, რომ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ და გაზის დანადგარები და ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი