დღეს ფაროსანას წინააღმდეგ თერმული ნისლის გაშვება დაგეგმილია ვარძიაში, კიცხში, ბორში, თეთრაწყაროში, კიცხის იგორეთსა და საქარიქედში.
შეწამვლითი სამუშაოები დღეს, 6 აგვისტოს, საღამოს 10:00 საათზე დაიწყება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორის, ნინო სახვაძის განმარტებით, თერმული ნისლი იმ ჯგუფის პრეპარატია, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მცენარეების შეწამვლისას გამოიყენება და ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
თუმცა, შესაძლოა, ზოგს ალერგია ჰქონდეს. ამიტომ უსაფრთხოების წესების დაცვა აუცილებელია.
„შეწამვლის დროს, 20 წუთის განმავლობაში, როცა გარემოში თერმული ნისლია, უმჯობესია, მოსახლეობამ კარ-ფანჯარა დაკეტოს და სახლში იმყოფებოდნენ. თერმული ნისლის გაშვებიდან 20-30 წუთის შემდეგ ის განიავდება და ადამიანებს ჩვეულებრივ რიტმში შეუძლიათ, საქმიანობა გააგრძელონ“, – ამბობს ნინო სახვაძე.
მისივე განმარტებით, შეწამვლა ფუტკრისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება. იმ მოსახლეებთან, რომელთაც საფუტკრე მეურნეობა აქვთ, თერმული ნისლის აგრეგატს გამორთავენ.
შეწამვლითი სამუშაოებისას სოფელ ვარძიაში 4 და სოფელ კიცხში 5 მანქანა იმუშავებს.
ნინო სახვაძის თქმით, ამ პერიოდში ფაროსანას პირველი თაობა იჩეკება და შესაბამისად, რაც უფრო მეტი ფაროსანა განადგურდება, მით უფრო ნაკლები იქნება შემოდგომაზე მავნებლის გავრცელება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თუ რომელ სოფლებში ჩატარდება თერმული ნისლით დამუშავება სამომავლოდ და როდის, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ ცნობილი არ არის და ის 24 საათით ადრე გახდება ცნობილი.
დაინტერესებულ პირებს შეწამვლითი სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიღება farosana.ge-ზე შეუძლიათ. ვებგვერდზე პირადი ნომრის მითითების შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია შეწამვლითი სამუშაოების შესახებ ერთი დღით ადრე sms-ით გადაეგზავნებათ.
თამარ ჩხიკვაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი