რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთს შპს „ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო კომპანიის ფილიალი საქართველოში“ (F2) აშენებს. კომპანიის წარმომადგენლები სოფელ ბორითში, კომპანიის საკონფერენციო დარბაზში ადგილობრივ მოსახლეობასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე შეკრებილებს მშენებლობის მიმდინარეობისა და დეგგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გაგვაცნეს. ხევი-უბისას 12.2 კილომეტიან მონაკვეთზე 20 გვირაბი და 35 ხიდი უნდა აშენდეს. სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2022 წლისთვისაა დაგეგმილი.
შეხვედრაზე ვერტყვიჭალაში მცხოვრებმა ნატო ციცქიშვილმა აღნიშნა, რომ კომპანიის მიერ გვირაბიდან გამოტანილი ინერტული მასალა მათ უბანში დაიყარა, რამაც ნაკადულის გადაკეტვა გამოიწვია. მოსახლეობა ამ პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებას ითხოვს.
„ინერტული მასალები, როგორც წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოყოფილ ადგილებში იყრება, – აღნიშნა მშენებელი კომპანიის წარმომადგენელმა გიზო კუკავაძემ, – უახლოეს დღეებში ადგილზე მოვალთ და ამ საკითხს მოვაგვარებთ“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ მშენებელ კომპანიას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კომპანიის წარმომადგენლები და აქ დასაქმებული ადამიანები ადგილობრივ მოსახლეობას სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაში ეხმარებიან.
კომპანიის საზედამხედველო-საკონსულტაციო კომპანიის „იუ-ბი ემის“ წარმომადგენელმა ჯონი გელაშვილმა აღნიშნა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას წინადადებებისა და პრეტენზიების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ მას ან კომპანიის წარმომადგენლებს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 593 31 76 18 გიზო კუკავაძე; 577 58 50 25 ჯონი გელაშვილი, 577 23 37 92 გოჩა კოპაძე.
„საჩივრები და მოსახლეობის მერ წამოყენებული წინადადებები ადგილზე განიხილება, საკუთრების უფლების შესახებ საჩივრებს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად განვიხილავთ“, – ამბობს ჯონი გელაშვილი.
თამთა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი