

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მას შემდეგ, რაც აპრილში გამოცხადებული ტენდერი შეწყდა, ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციოდ ტენდერი განმეორებით გამოაცხადა.
ხელახალ ტენდერში თანხა 653 186 ლარით არის გაზრდილი, – 24 აპრილს ტენდერი 3 608 814 ლარზე იყო გამოცხადებული, ხოლო ამჟამად 4 262 000 ლარზე გამოცხადდა.
წყალმომარაგების კომპანიამ წინა ტენდერის შეწყვეტის მიზეზად საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირების აუცილებლობა დაასახელა. პროექტში გათვალისწინებული არ იყო აბონენტად დასარეგისტრირებელი ის 76 ოჯახი, რომლებსაც წყალი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კუთვნილი ჭაბურღილებიდან მიეწოდება.
მშენებელი ორგანიზაციებიდან სატენდერო წინადადებები 27 აგვისტომდე მიიღება.
ხარაგაულში 24-საათიანი წყალმომარაგების აღდგენა, ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში უნდა დასრულდეს.
ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული