მერვე წელია, რაც გამომცემლობა „ჩემი ხარაგაული“ ჩართულია პოლონური ასოციაცია „დემოკრატიული აღმოსავლეთისა“ და კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრისგან საქართველოს რეგიონული მედიის განვითარებისთვის განხორციელებულ პროექტებში.
პოლონელმა და ქართველმა მედიაექსპერტებმა 2007-2014 წლებში არაერთხელ ჩაატარეს სასწავლო ტრენინგები საქართველოში. ქართველი გამომცემლები და ჟურნალისტები რამდენჯერმე იმყოფებოდნენ პოლონეთში პოლონური რეგიონული გამოცემების გამოცდილების გასაზიარებლად.
რვა წლის განმავლობაში მიმდინარე პროექტებს აფინანსებდა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამა „დემოკრატიის მხარდაჭერა“ და თავისუფლების ფონდის პოლონურ-ამერიკული პროგრამა „ცვლილებები რეგიონში“-RITA, რომელსაც ახორციელებს ფონდი „განათლება დემოკრატიისთვის.“
მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში პოლონელმა ექსპერტებმა ქუთაისში ქართული რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის გამართეს ტრენინგები თემაზე: „საინფორმაციო მედიიდან ინტერაქტიულ მედიამდე – საქართველოს ადგილობრივი გაზეთები ინტერნეტში.“ ტრენინგების შემდეგ გამოცხადდა კონკურსი შემდეგ კატეგორიებში: 1. საუკეთესო ვებგვერდი; 2. საუკეთესო ვიდეო მასალა ვებგვერდზე; 3. საუკეთესო ფოტომასალა ვებგვერდზე; 4. საუკეთესო ტექსტური მასალა ვებგვერდზე. კონკურსში მონაწილეობდა საქართველოს რეგიონული მედიის 10 გამოცემა და 40 ჟურნალისტი.
სამშაბათს, 7 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო „კოპეში“ გაიმართა შემაჯამებელი ღონისძიება და წარმატებული მედიაორგანიზაციების დაჯილდოება. ჯილდოებად დაწესებული იყო ლეპტოპები, პლანშეტები, ფოტოვიდეოაპარატები, ერთწლიანი ინტერნეტპაკეტი ერთი გამომცემლობისთვის და ოთხი გამომცემლისთვის – სასწავლო ვიზიტი პოლონეთში.
გამომცემლობა „ჩემი ხარაგაული“ საუკეთესო ფოტოსურათისთვის „მონაზვნები ტელეფონით“ დაჯილდოვდა ფოტოვიდეო აპარატით. დაჯილდოებულ ფოტოს გთავაზობთ ამავე ნომრის მერვე გვერდზე.
გამომცემლობა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქტორი ლაურა გოგოლაძე, გამომცემლობის დინამიკური განვითარებისათვის 2007-2014 წლებში, დაჯილდოვდა სასწავლო ვიზიტით პოლონეთში.
9 ნოემბერს „ჩემი ხარაგაულის“ გამომცემელ ლაურა გოგოლაძესთან ერთად პოლონეთში გაემგზავრებიან „მთავარი თემა სამეგრელოში“ (ფოთი), „სპექტრის“ (გურჯაანი) და „ოკრიბა ნიუსის“ (ტყიბული) გამომცემლები ინგა გვასალია, მაია ყალაბეგაშვილი და გიორგი სულაძე.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი