ტენდერის შეწყვეტის მიზეზად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია პროექტის დაკორექტირების აუცილებლობას ასახელებს.
„დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობა, რაც სამომავლოდ გაართულებს წყალმომარაგების ქსელების დამატებით მოწყობას. ამის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მიმდინარე ტენდერის შეწყვეტა და პროექტის კორექტირება“, – აღნიშნულია სატენდერო კომისიის ოქმში.
ამავე ოქმში აღნიშნულია, რომ დამატებით საჭიროა 76 ოჯახის გათვალისწინება, რომლებიც დღეს კომპანიის აბონენტებად არ ირიცხებიან და მათ სასმელი წყალი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კუთვნილი ჭაბურღილებიდან მიეწოდებათ.
ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემის რებილიტაციისთვის ტენდერი 24 აპრილს 3 608 814 ლარად გამოცხადდა. პროექტით განსაზღვრული იყო ლეღვანის წყალსადენის სისტემის სრული რეაბილიტაცია, დიდვაკისა და საღანძილის ჩათვლით, და პატარა ხარაგაულში ალტერნატიული სისტემის მოწყობა.
ტენდერში მონაწილე შპს „პროხოდკას ფილიალი“ სისტემის რეაბილიტაციას 3 284 020 ლარად აპირებდა. ამ კომპანიას, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, დისკვალიფიკაცია მიენიჭა. ორგანიზაციამ დისკვალიფიკაცია გააპროტესტა, დავების საბჭომ კი კომპანიის პრეტენზია დააკმაყოფილა.
რამდენ ხანში გამოაცხადებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ხელახალ ტენდერს, ჯერჯერობით, უცნობია.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი