

ლაშედან ხარაგაულის შემოსასვლელამდე ასფალტის საფარის ქვედა ფენა დაგებულია.
ამჟამად ძირულიდან ლაშემდე მიმდინარეობს გზის საფუძვლების მომზადება საიმისოდ, რომ ახლო მომავალში საფარის ქვედა ფენა მოეწყოს.
პარალელურად მიმდინარეობს წყალგამტარი მილების მშენებლობა ხარაგაულიდან სოფელ მარელისამდე.
ასევე სრულდება ხიდების მშენებლობა/რეაბილიტაცია ძირულიდან ვახანისწყლამდე. პროექტით გათვალისწინებულია ოთხი ახალი ხიდისა და ასევე, არსებული ხუთი ხიდის რეაბილიტაცია.
პროექტი ითვალისწინებს ქვედა და ზედა საყრდენი კედლების მშენებლობას (გაბიონი, ლეგო, რკ.ბეტონის კედელი, ტერამეში), რაც ამჟამად მიმდინარეობს. საღანძილის მიმდებარედ საყრდენი კედლები ეწყობა.
ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების მიზნით დაბა ხარაგაულში დაგეგმილია ტროტუარების, ჰორიზონტალური მონიშვნებისა და მწოლიარე ბარიერების მოწყობა, საგზაო ნიშნების დამონტაჟება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მოპოვებული ინფორმაციით, ძირულა-ხარაგაული-მოლითის გზის მშენებლობის დასრულება, კონტრაქტით, 2020 წლის სექტემბერშია განსაზღვრული. სამუშაოების ვადის გაგრძელებაზე, ამ ეტაპზე, საკითხი არ დგას.

6 მაისს ხარაგაულში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის მიმდებარედ,
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საიუბილეო მეათე წელს აღნიშნავს.
ხარაგაულის ინოვაციების ცენტრი 2015 წელს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების
2026 წლის 27 აპრილს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი,
დღეს, 27 აპრილს, ხარაგაულში ველომარათონი გაიმართა. ღონისძიებაში 18 მონაწილე ჩაერთო.