
ივლისის ბოლოდან საქართველოს ათ მუნიციპალიტეტში სეროპრევალენტობის კვლევა დაიწყება იმის დასადგენად, თუ რამდენ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გადატანილი კოვიდინფექცია და აქვს თუ არა დამცველობითი შესაძლებლობა ამ ინფექციის წინააღმდეგ.
ამის შესახებ NCDC-ს გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
მან განმარტა, რომ სეროპრევალენტობის კვლევის შედეგები მომენტალური ეპიდსიტუაციის შესაფასებლად გამოიყენება.
კვლევაში ჩასართავი მუნიციპალიტეტები შეირჩევა ისეთი მახასიათებლებით, როგორიცაა მუნიციპალიტეტის სიდიდე და ეპიდსიტუაცია, მიგრაციის ხარისხი, ტურიზმის პოტენციალი, სასოფლო-სამეურნეო ფაქტორი და ა.შ.
მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტების რიცხვი დღეისათვის უკვე განსაზღვრულია, – სულ ცოტა, ათი მუნიციპალიტეტი. ესენია არა დიდი ქალაქები, არამედ რაიონული ცენტრები, თავიანთი სოფლებით. მონაწილე მუნიციპალიტეტებს ამის შესახებ ეცნობებათ.
მერვე წელია, მიხეილ ბანცაძე და ნესტან ტალახაძე ოჯახით გერმანიაში ცხოვრობენ.
მეშვიდე წელია, რაც მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის
ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს,
ერთი თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის –
16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე