

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში მიმდინარე ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, რიგ შემთხვევბში რეგულაციებმა ფორმალური სახე მიიღო.
„ჯანდაცვის სექტორისა და უწყების ძალისხმევით, ჩვენთან სიტუაცია კონტროლდება. თუმცა ვირუსმა ნებისმიერ დროს შეიძლება იფეთქოს. რეგულაციების დაცვა ჩვენი ვალდებულებაა. ამიტომ გთხოვთ პირბადე იქნება, სოციალური დისტანცირება, პირადი ჰიგიენა თუ თავშეყრა, დადგენილი ზომები აუცილებლად უნდა დავიცვათ“.
ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა, რომელიც საგამოცდო სივრცეში აბიტურიენტს დაუდასტურდა, ოჯახის წევრისგან გადაედო. ოჯახის წევრი არ ვიცით, ვისგან დაავადდა. ჩვენ პერიოდუალდ ასეთ შემთხვევებს ვავლენთ. სამწუხაროდ, შეიძლება ადამიანს ნაკლებად გამოხატული სიმპტომი ჰქონდეს.
თუ ჩვენ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, სულ რამდენიმე დღე და კვირა დასჭირდება, რომ ერთეულმა შემთხვევამ ასობით რაოდენობას მიაღწიოს. არ ვიქცეთ კორონას გავრცელების ეპიცენტრად“.
ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში,
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეხუთე ეტაპი
სტომატოლოგმა სოფო ფხაკაძემ, ორი წლის წინ, ხარაგაულში სტომატოლოგიური კაბინეტი დახურა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი